ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრები საქართველოში
საქართველოში ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრები იმყოფებიან. დღის განმავლობაში მათ რამდენიმე შეხვედრა აქვთ ჩანიშნული, უკვე გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.