ევროპარლამენტის რეზოლუციაში ანა ფოტიგას მიერ შეტანილ ცვლილებას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების მოწოდებები ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს.
პარტია „საქართველოს“ წევრი, ანა ბუჩუკური კი განმარტავს, რომ აღნიშნული ნაწილი მხოლოდ ჰუმანიტარულ ჭრილში უნდა იქნას აღქმული, რადგან ეს თემა ევროპაში პოლიტიკურ დონეზე არ დგას. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ანა ფოტიგას მიერ რეზოლუციაში შეტანილი ეს ცვლილება ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.