სტრასბურგში მიღებული სადავო რეზოლუცია. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დამტკიცებულ პროექტს ევროპარლამენტართა ნაწილი საქართველოს მთავრობისთვის ლაკმუსის ტესტად მიიჩნევს და ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სწორედ ამ საკითხზე გადის. საგულისხმოა, რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილი სასჯელს „ვივამედის“ პალატაში იხდის. არც იმაზე, ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი რომ უკანონოდ გადმოკვეთა, რაც არც თავად დაუმალავს ვიდეომიმართვებში, არც ვალერი გელაშვილის ცემის და არც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, რომელზეც ჯერ კიდევ წლების წინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილი და მთელი სისტემა ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.
პოლიტიკური გადაწყვეტილება, გაფრთხილება საქართველოს, შანტაჟის ტონი ევროპიდან და მმართველი გუნდის პასუხი, ნახეთ სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟში.