ქართული დელეგაცია სტრასბურგიდან ახალი გზავნილებით და რეკომენდაციებით ბრუნდება.
528 ხმით ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. ეს არის დოკუმენტი, სადაც ჩვენი ქვეყნის მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების პროცესია შეფასებული.
რეზოლუციით ევროპარლამენტარები საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესს აღიარებენ, თუმცა მითითებულია ის სფეროებიც, სადაც მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. მათ შორის არის მაღალი დონის ელიტური კორუფციის პრობლემა.
ევროპარლამენტარები საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართავენ და სთხოვენ, გადადგან ნაბიჯები რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ.
რეზოლუციაში საუბარია არჩევნების მეორე ტურზეც.