ევროპარლამენტის რეზოლუცია

არჩილ ტატუნაშვილის წამების და მკვლელობის საქმე ევროპარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებულ რეზოლუციაშიც მოხვდა.

ევროპელი დეპუტატები, 34 წლის მოქალაქის მკვლელობას, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უხეში ქმედებების შედეგად აფასებენ და ,,ტატუნაშვილი-ოთხოზორიას” სიაში მოხვედრილ პირთა წინააღმდეგ ევროსაბჭოს სანქციების დაწესებას სთხოვენ.

აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ დამტკიცებული დოკუმენტით საქართველომ ევროპარლამენტარებისგან მტკიცე მხარდაჭერა, რუსეთმა კი მწვავე გზავნილები მიიღო.

რეზოლუციის ავტორები მოსკოვს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ბორდერიზაციის პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ახსენებენ.