ევროპარლამენტმა 425 ხმით 30-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ხუთი საპარლამენტო ჯგუფის მიერ წარდგენილ ერთობლივ რეზოლუციას „საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“. რეზოლუციაში ასევე შევიდა ანა ფოტიგასა და ურმას პაეტის მიერ შეტანილი ცვლილებები, რომელშიც ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს და გათავისუფლდეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ევროპარლამენტი ასევე მიმართავს ევროკომისიას, დროულად შეფასდეს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების პროცესი. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს „ქართული ოცნებას“, გააუქმოს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს.