ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტში ორი რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართა, რომლებიც საქართველოს მიმართ მხარდამჭერ განცხადებებს შეიცავს. ანგარიშში  აღნიშნულია, რომ საქართველომ რუსული სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში განიცადა.  დოკუმენტი მკაცრად გმობს რუსეთის ოკუპაციას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ უსაფრთხოების თანამშრომლობა უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან, დადებითად აფასებს ევროპული საბჭოს მიმართ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი „იმ დათქმით, რომ შემდგომი ზომები იქნება მიღებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის,  საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესების, პოლიტიკური პოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის და კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის  ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო.