ევროკავშირის ქვეყნებში დღეს ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეა. ოთხდღიანი ხმის მიცემის პირველადი შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. არჩევნები ევროპარლამენტის მომავალ შემადგენლობას და ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს, ევროკომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს. არჩევნებში ჯამში 27 ქვეყანა მონაწილეობს, საიდანაც დღეს ხმის მიცემის პროცესი 21 ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში, რომლებიც ევროპარლამენტში ყველაზე მეტ დეპუტატს გაგზავნიან. ალიანსის ექვსმა წევრმა სახელმწიფომ კი საარჩევნო პროცესი გასულ დღეებში გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის მასშტაბით ეგზიტპოლის შედეგებს არჩევნების დასრულებიდან მალევე გამოაქვეყნებენ.