ევროპარლამენტის არჩევნები

ევროპის 27 ქვეყანა ახალი მოწვევის ევროპარლამენტის ასარჩევად ემზადება.

არჩევნები ამ კვირაში ტარდება. ხმის მიცემის უფლება 373 მილიონ მოქალაქეს აქვს. მათ არჩევანზეა დამოკიდებული, თუ როგორი პოლიტიკა ექნება ევროკავშირს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები, მიგრაცია, ევროკავშირის გაფართოება. ბოლო პერიოდში ევროპაში მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიების პოპულარობა იზრდება, რაც ახალი მოწვევის ევროპარლამენტში აისახება კიდეც. 6-9 ივნისს დანიშნული არჩევნების შედეგი ასევე იმოქმედებს იმაზე, თუ ვინ გახდება ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეთა უმრავლესობა არჩევნების მნიშვნელობას საკმარისად ვერ იაზრებს. ამიტომ ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში მოქალაქეები უმთავრესად არჩევანს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე აკეთებენ.