ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუციის იმ ნაწილზეც, რომელიც საქართველოს მოუწოდებს უკრაინაში ომის გამო სანქციები დაუწესოს რუსეთის ფედერაციას. საკითხზე კომენტარები გააკეთეს როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა.