ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს. დისკუსია მიმდინარეობს საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებსა და პარლამენტში სამი კომიტეტის წევრებს შორის. ევროპარლამენტარები ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრებთან, უკრაინის ომის ფონზე, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
სტუმრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობასაც შეაფასებენ. დისკუსია ერთ საათში გაიმართება ოპოზიციასთანაც. ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე გაეცნობიან სადამკვირვებლო მისიის ოფისების მუშაობას მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში და გაემგზავრებიან საოკუპაციო ხაზთანაც. დღის ბოლოს კი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია პრესკონფერენციას გამართავს.