ევროპარლამენტის წევრი რუმინელი დეპუტატი დილიდან ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია.
სტრასბურგში მიმდინარე დებატების დროს ვიქტორ ბოშტინარუმ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილ საბჭოთა დიპლომატად მოიხსენია და ტრიბუნიდან თქვა, რომ სწორედ ბიოგრაფიის გამო გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა პრეზიდენტობისთვის შესაფერისი არ იქნება.
ბოშტინარუ ვაშაძის თანაგუნდელებმა მწვავედ გააკრიტიკეს და მას ყოფილი კომუნისტიც კი უწოდეს.
თუ სტრასბურგში მყოფი „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარებს დავეყრდნობით, რუმინელი პარლამენტარი არ არის ერთადერთი, რომელსაც ვაშაძის ბიოგრაფია აწუხებს.