„ისტორიული ნაბიჯი“ – ასე უწოდებენ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი. ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ: „იმედი გვაქვს, რომ ეს პოზიტიური იმპულსი შენარჩუნდება და გაგრძელდება, პირველ და 2 ივლისს საარჩევნო რეფორმის კენჭისყრის დროსაც, რომელიც მიმართულია ეუთო-ს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების შესრულებაზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას, მიიღოს მონაწილება კენჭისყრაში 8 მარტს შეთანხმების სულისკვეთებით”. ამასთან, დეპუტატები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების 6 წლის საიუბილეო თარიღს ულოცავენ.