ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინის უარის გამო, ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ვერ მიიღებენ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და რუსული აგრესიის დაგმობას ეხება.
ევრონესტზე, რომელსაც ევროპის პოლიტიკური ცენტრი მასპინძლობს, ცალკე რეზოლუციის მიიღება სამი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის – „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივა იყო. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიციამ რეზოლუციის პროექტს ხელი რ მოაწერა. ინიცირებისთვის ათი თანასპონსორის მხარდაჭერა იყო საჭირო, „ქართულ ოცნებას“ დელეგაციაში კი მხოლოდ ოთხი წევრი ჰყავს.
ოპოზიცია საპასუხოდ ამბობს, რომ ამ საკითხზე არანაირი კონსულტაცია მაკა ბოჭორიშვილთან არ ყოფილა. უკრაინელი დეპუტატის თქმით კი, საქართველოდან ვაჭრობა ხდება რუსეთთან, თუმცა მათ ამის დამადასტურებელი კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ.