ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება – როგორი იქნება ოპოზიციის საერთო სამოქმედო გეგმა და პროცესში ჩართულობა. დეპუტატების ნაწილი განმარტავს, რომ მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი კანონპროექტების ინიცირებას ისინი სექტემბერში საშემოდგომო სესიაზე გეგმავენ. უცხოელ პარტნიორებთან საუბრის პარალელურად კი, ისინი აქციებში ჩართვასაც არ გამორიცხავენ. „ქართული ოცნება“ კი ოპოზიციის ამ ნაწილს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მიმდინარე სამუშაო ჯგუფებში ჩაერთონ.

შეგახსენებთ, რომ რეკომენდაციებზე მუშაობა პარლამენტში უკვე დაწყებულია. მმართველ გუნდთან პუნქტების შესრულებაზე მუშაობს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი.