როგორ და როდის უნდა შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციები.
პოლიტიკურ სპექტრში ამ საკითხზე პოზიციები ისევ განსხვავებულია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მზად არიან სამუშაოდ, მაგრამ მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულება არ სურს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რეკომენდაციების შესრულების გეგმა დამტკიცებულია და ოპოზიციას სამუშაო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.