საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ალტერნატიულ სამუშაო პროცესს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით სკეპტიკურად უყურებს და აკრიტიკებს. მათი არგუმენტი ასევე შეეხება პროცესის ინკლუზიურობასა და პრობლემის გადაჭრის მიმართულებით ერთიან მუშაობაზე. მათი შეფასებით, ახალი სამუშაო ჯგუფების შექმნა პროცესის იმიტაციას წარმოადგენს და წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის მოწოდებებთან, რასაც დასავლელი პარტნიორებიც შესაბამისად შეაფასებენ.
„ქართული ოცნება“ პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის შენარჩუნების მცდელობად აფასებს „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შეთავაზებულ ფორმატზე უარი მიანიშნებს სურვილზე, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.