რა რეფორმა უნდა გატარდეს სასამართლო სფეროში – „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი უკვე მეორედ შეიკრიბა იმ საკითხზე, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს 12-პუნქტიან ჩამონათვალში მესამე პირობად განუსაზღვრა.
რეკომენდაციის მიხედვით, ევროკომისიის მთავარი მოთხოვნაა მართლმსაჯულების სისტემის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა და მოსამართლეების და იუსტიციის საბჭოს წევრთა გამჭვირვალე დანიშვნა. დღევანდელი დისკუსიის მთავარი თემა ალეკო ელისაშვილის პარტიის მიერ მომზადებული ხედვა იყო, რომელიც პირველ რიგში იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას გულისხმობს. უკვე ხვალიდან სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო სექტორი ჩაერთვება, შემდეგ კი განხილვებს თავად მოსამართლეები შეუერთდებიან და სისტემაში არსებული ხარვეზების დასაძლევად საკუთარ ინიციატივებს წარადგენენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, სამი ოპოზიციური პარტია არც დღევანდელ შეხვედრაზე მივიდა.