ევროპარლამენტართა ვიზიტის პარალელურად პარლამენტში ევროკომისიის კიდევ ერთ პუნქტზე იწყება მუშაობა.
საუბარია მეექვსე რეკომენდაციაზე, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერებას გულისხმობს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ოთხი ოპოზიციური პარტია ისევ არ მივიდა. ოპონენტთა იმ ნაწილისთვის კი, რომელიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, რეკომენდაციის შესრულების გზა მმართველი გუნდის პოლიტიკურ ნებაზე გადის. აქცენტი კეთდება ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზირების აუცილებლობაზე. საკუთარი ხედვები წარადგინეს შეხვედრაზე მისულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებისკენ მოუწოდეს.
მანანა დევაძე მუშაობდა პარლამენტში.