ქართული პოლიტიკური სპექტრი ევროკომისიის კითხვარში არსებულ საკითხებს ეხმაურება. ოპოზიციის შეფასებით, კითხვარში მოცემული პუნქტების ნაწილი საქართველოსთვის საკმაოდ რთულად შესასრულებელია, შესაბამისად, აუცილებელია აქტიური მუშაობა. პოლიტიკოსები დადებითად აფასებენ კითხვარის გასაჯაროებას, ვინაიდან მათი განცხადებით, აუცილებელია იქ მოცემულ საკითხებზე გაიმართოს ფართოსაზოგადოებრივი მსჯელობა.