ევროკავშირის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი - შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებისა და წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა. მმართველი გუნდის წევრების შეფასებით, ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში პირადი ინტერესით იმყოფებიან და მათი აქტივობა არ ემსახურება საქართველოს. ოპოზიციის ინტერესების გატარება და პოლიტიკური მიკერძოება არის არგუმენტები „ქართული ოცნებისთვის“, არ შეხვდნენ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომლებიც თბილისში ორი დღის წინ ჩამოვიდნენ. ევროპელი დეპუტატების განცხადებით, მათი ვიზიტის მიზანი ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მხარდაჭერაა.