საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევროკომისიის ანგარიშის იმ ნაწილს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველო ასოცირების შეთანხმების ერთგული რჩება, თუმცა, მნიშვნელოვანია გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია.
ირაკლი ბერაიას შეფასებით, მმართველი გუნდი ყოველთვის მოუწოდებს ოპოზიციას დიალოგისკენ, თუმცა მისივე თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დესტრუქციულ ქმედებებს ირჩევენ. ირაკლი ბერაიამ ევროკომისიის ანგარიშის ის ნაწილიც შეაფასა, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზადაა, პროპორციულობის პრინციპი გაიზარდოს და ამას ოპოზიციისთვის შეთავაზებული 100/50-ზე მოდელიც ადასტურებს.
შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაშიც. ხატია დეკანოიძის განცხადებით, ერთადერთი, ვინც ქვეყანაში დაძაბულობას ზრდის და პასუხისმგებელია მიმდინარე მოვლენებზე, მმართველი გუნდია, რაზეც ანგარიშშიცაა საუბარი.