ევროკავშირის მთავარი კითხვარი შევსებულია, დოკუმენტი 2 მაისს ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადაეცემა. ამასთან, იწყება მუშაობა მეორე ნაწილის შესავსებად, რისთვისაც დრო საქართველოს 13 მაისამდე აქვს. საბოლოო პასუხები ბრიუსელში გაიგზავნება.
ამის შემდეგ კი ასოცირებული ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროკომისიამ საკუთარი შეფასება, ევროკავშირის საბჭოს უნდა გადასცეს. 27-მა სახელმწიფომ კი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ საქართველომ აღებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულა და ახლა პოზიტიური მოლოდინი აქვს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთის რეგიონში, ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.