ევროკავშირის ელჩების შეხვედრა შალვა პაპუაშვილთან

საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები დღეს პარლამენტში მივიდნენ.

დიპლომატები საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონის პროექტებია, რომლებსაც „ქართული ოცნებისა“ და ხალხის ძალის გარდა ეწინააღმდეგება ყველა – საპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო პარტნიორები. საქართველოს პრეზიდენტი კი რომელიმე ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში გეგმავს მას ვეტო დაადოს არგუმენტით, რომ ის საქართველოს დააშორებს ევროპასთან.