ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა იმართება
ვროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომა მიმდინარეობს. სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები, ასევე საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომის ფარგლებში განსახილველი საკითხებია – საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მიმდინარეობა. საუბარი შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც. ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანია, ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.