ევროპარლამენტში დღეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს განიხილავენ. ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია. ანგარიშში შეფასებულია საქართველოსთან ასოცირების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების დონე. დოკუმენტი მომზადდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურისა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრების საფუძველზე.