ევგენი მიქელაძე - 120

უნიკალური მასალები ევგენი მიქელაძის მოღვაწეობის შესახებ. რეპრესირებული ცნობილი ქართველი დირიჟორის ცხოვრება და შემოქმედება ეროვნული არქივის ვებგვერდზე გაცოცხლდება. 1937 წელს დახვრეტილი ხელოვანისადმი მიძღვნილი საიუბილეო ონლაინგამოფენა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ არაერთ მასალას, მათ შორის ფოტოებს, ისტორიულ აუდიოჩანაწერებს, მოგონებებსა და პირად ნივთებს მოიცავს.