საქართველოს პირველი არხის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს. მანამდე, თითქმის ოთხი საათის განმავლობაში, ტელევიზიაში სამართალდამცველები და გამნაღმველები მუშაობენ. მიზეზი, #მოამბის ცხელ ხაზზე შემოსული ზარი გახდა, სადაც მოქალაქე შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ აცხადებდა. შენობიდან თანამშრომელთა ევაკუაცია დაუყონებლივ განხორციელდა და რამდენიმე საათის განმავლობაში სამუშაო პროცესი შეფერხებული იყო.