ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს საქართველს მოქალაქეების, ბაშარულის, ოთხოზორიასა და ტატუნაშილის მკვლელობას და რუსეთს მოუწოდებს – ხელი არ შეუშალოს გამოძიებას.
საპარლამენტო ასამბლეამ ბერლინის დეკლარაცია დაამტკიცა, რომელიც ქართული მხარის რეზოლუციას მოიცავს – 10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ. ტექსტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საჭიროებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორების დაშვების აუცილებლობაზე. კენჭისყრამე გამართულ დებატებში რუსეთს არ დაუმალავს საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება.
როგორი შეფასებები მოყვა ბერლინში დამტკიცებულ რეზოლუციას და როგორ წარიმართა დებატები – შორენა ხვიჩია დეტალებით.