ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღეს

50 ხმით ხუთის წინააღმდეგ – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღეს.

დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება და რუსეთისგან აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მიღებულ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

რეზოლუციის მიღებას წინ მწვავე დებატები უძღოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, აღნიშნული რეზოლუციის მიღება საქართველოში მშვიდობის დამყარებისთვის მნიშვნელოვანია.