ეუთო-ს მისია თბილისში პოლიტიკურ სპექტრთან შეხვედრებს განაგრძობს. დისკუსია გაიმართა „ევროპელი სოციალისტებისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებთან. დღის ბოლომდე შეხვედრები შედგება „მოქალაქეებთან“, გიორგი გახარიას გუნდთან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან. მსჯელობის თემაა 12 რეკომენდაცია და მათი შესრულების აუცილებლობა.
შეგახსენებთ, მანამდე მოლაპარაკებები უკვე გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებელისა“ და „გირჩის“ წევრებთან. შეხვედრები დახურულ ფორმატში ცალ-ცალკე მიმდინარეობდა.