ეუთო-ს მინისტერიალი გაიხსნა

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს მინისტერიალი გაიხსნა. ღონისძიება ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა გახსნეს. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელსაც ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა ნატო-ს გენმდივნის წარმომადგენელს, ავსტრიელ და ისლანდიელ კოლეგებს. ეუთო-ს მინისტერიალს, რამდენიმე ქვეყნის პროტესტის ფონზე, ესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უკომენტაროდ შევიდა შენობაში.