საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო არაფორმალური ხასიათის შეხვედრაში, სადაც განხილვის თემა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ეუთო-ს ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი იყო. მინისტერიალის ფარგლებში, დარჩიაშვილმა ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები დაიწყო მათ შორის უკვე შეხვდა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრსა და ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს.