პოლარიზებული გარემო, თავდასხმების ცალკეული შემთხვევები და შეუსრულებელი რეკომენდაციები – ეუთო/ოდირი პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია უნდობლობის მაღალი ხარისხიც, რომელიც ოპოზიციას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცესკო-ს მიმართ აქვთ.
26 ოქტომბერს სწორედ სადამკვირვებლო მისიების იმედი აქვთ ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ მათთან ერთად ხმები სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან. ანგარიშით კმაყოფილია მმართველი პარტიაც, თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერებს იმედი აქვთ, რომ მომდევნო დოკუმენტში გარე ჩარევისა და საარჩევნო კამპანიის უცხოეთიდან წარმართვის ფაქტებიც მოხვდება.
ნათია ქენქაძე დეტალებით.