ეთნოგრაფიულმა სტუდიამ „ამერ-იმერი“ თბილისის ქუჩებში მსვლელობა გამართა. მსვლელობის მონაწილეებმა თბილისის ძველი უბნების ეზოებში უძველესი ტრადიცია „ჭონა“ გააცოცხლეს და მოსახლეობას აღდგომა საერო ლექს-სიმღერებით მიულოცეს.