რუსთავქალაქობის ფარგლებში, ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში დასკვნითი ღონისძიება – ეთნოფესტივალი იმართება. რუსთავი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მასპინძლობს. მათთვის სპეციალური პავილიონებია მოწყობილი.
ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული-ხალხური რეწვის ნიმუშები და ეროვნული სამოსია გამოფენილი. ღონისძიება დატვირთულია მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით.
ფესტივალს მხარისა და ქალაქის პირველი პირები ესწრებიან. დღის ბოლოს კი საპატიო რუსთაველსაც აირჩევენ.