„ეთნოფესტი 2024“ – ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში მხატვრული რეწვისა და დიზაინის მეხუთე საერთაშორისო სამიტი გაიხსნა. ღონისძიება დამთვალიერებლებს „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეებში ხვალამდე უმასპინძლებს. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში ერთ სივრცეში შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენელს აერთიანებს.