„ეთნოფესტი-2022“ დასრულდა

„ეთნოფესტი 2022“ – რიგით მე-4, მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტის დასკვნითი გამოფენა „ექსპოჯორჯიას“ ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიების მიზანია, შემოქმედებით ინდუსტრიაში მოღვაწე ხელოვანთა პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური მდგრადობის გაზრდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ექსპოზიციაზე 150-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევარი გამოიფინა.