ევროკავშირის დახმარება

ევროკავშირმა პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად დაახლოებით მილიარდ-ნახევარი ლარის მობილიზება უზრუნველყო. ამ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, მსგავსი სახის დახმარება, ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც საქართველოს მიმართ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს. თანხის ძირითადი ნაწილი გრანტის სახითაა გამოყოფილი. ევროკავშირის მხარდაჭერა სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანმრთელობის სფეროებს მოიცავს.​