ინდმეწარმეებისთვის შესაძლოა დაბეგვრის ახალი რეჟიმი ამოქმედდეს.
საუბარია ესტონურ მოდელზე, რომელიც მიღებული მოგების ბიზნესში დაბრუნების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს. მითითებული მოდელით უკვე სარგებლობს მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესი. ფინანსთა სამინისტროს პროექტი პარლამენტში განსახილველად ჯერ არ გაგზავნილა. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ინდმეწარმეები ბიზნესის გაფართოების პერსპექტივაზე საუბრობენ.