საქართველოში გრძელდება ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი. შეხვედრა შედგა ქართველ კოლეგასთან. მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“. ესპანეთის დელეგაცია დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ესტუმრება და მის საქმიანობას გაეცნობა.