ესეების კონკურსი - „მე ვარ ტოლერანტი“

ესეების კონკურსი სახელწოდებით – „მე ვარ ტოლერანტი – თავისუფალი ადამიანი მრავალფეროვან სამყაროში“, დასრულებულია. კომპეტენტურმა ჟიურიმ ხუთი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილია უნის, ასევე  ტექნიკური და სამედიცინო უნივერსიტეტების, ბათუმის, ქუთაისისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონკურსი არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის 16 ნოემბერს გამოცხადდა.