„მომავლის ევროპელი,“- ასე ჰქვია ესეების კონკურსს, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოაცხადა.
კონკურსში ჩართვა ყველა სკოლის მეცხრე – მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.
ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული ესეების ავტორები ფულად ჯოლდოსა და ჟიურის სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. მათ დიპლომებს ევროპის საბჭოს სამოცდამეათე საიუბილეო ღონისძიებაზე სტრასბურგში გადასცემენ.
კონკურსი ევროპის საბჭოში გაწევრიანების ოცი წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.
ნამუშევრების მიღება 31 მარტამდე გაგრძელდება.