ნონა გაფრინდაშვილმა უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში, უსინათლო მოჭადრაკეებთან ერთობლივი თამაშის სეანსი გამართა.
ღონისძიება, უსინათლო მომღერლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით გაიხსნა. საღამოზე, საერთაშორისო დიდოსტატებმა და წიგნის ავტორებმა სალომე მელიამ და დავით ჯოჯუამ, უსინათლოთა კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკას, საჩუქრად ქართულ ენაზე გამოცემული პირველი ბრაილის შრიფტით შესრულებული წიგნი გადასცეს. „ჭადრაკი ყველასთვის“, – ამ სახელმძღვანელოთი, დაინტერესებული პირები დამოუკიდებლად შეძლებენ ჭადრაკის ანბანისა და წესების შესწავლას.