„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადება

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ვარკეთილში მათ ოფისს თავს დაესხნენ. მათი თქმით, დილით პარტიის ოფისში მისულ პერსონალს შუშები ჩამსხვრეული დახვდათ, კედლებზე კი წითელი საღებავები იყო შესხმული. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ და ლევან ხაბეიშვილმა. მათი შეფასებით, ინციდენტი ხელისუფლების მხრიდან დაშინების მცდელობა იყო, თუმცა კოალიცია წინასაარჩევნო კამპანიას ისევ აქტიურად გააგრძელებს. ბრალდებებს უარყოფენ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ მსგავსი პროვოკაციები მხოლოდ ოპოზიციის ინტერესში შედის.