„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ თბილისში, ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეებსა და კორუფციაზე ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, დღეს თბილისი დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. მასიურად ხმება ხეები, რაც პირდაპირ აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.