„ქართული ოცნება“ გთავაზობთ იზოლაციას, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ კი ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციას – ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრობის“ გამარჯვების შემთხვევაში ევროინტეგრაციის პროცესი განახლდება და ამერიკასთან უვიზო მიმოსვლაც გააქტიურდება.