„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და ვასო ურუშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართეს. მათ მმართველი პარტია გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ 12 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალის მშენებლობა.
ლიდერების განცხადებით, პირობას დებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, სატრანსპორტო ჰაბს ააშენებენ, რომელსაც გეგმავდნენ 2012 წლამდე. მათი თქმით, ეს უზრუნველყოფს ადამიანების დასაქმებასა და სტაგნაციის შეჩერებას.