„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი, ვატო შაქარაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებს გამოეხმაურა. მისი თქმით, გუშინ ევროპელი დეპუტატების მიერ გაჟღერებული პოზიციით კიდევ ერთხელ დამარცხდა „ნაციონალური მოძრაობა“. შაქარაშვილის თქმით. ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთდებოდა ნეგატიური შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ეს არ მოხდა.