ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები, ასევე გათანაბრებული და სკალირებული ქულები უკვე ცნობილია.
აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე აქვთ საშუალება იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულები. 2022 წელს თითქმის 117 ათასამდე ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 881. წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ისტორიის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის შედეგი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.